Friday, June 14, 2013

კომპიუტერის კომპონენტები

  • კომპიუტერის კორპუსი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის.  კომპიუტერის კომპონენტები უნდა შეესაბამებოდეს კორპუსის ფორმ-ფაქტორს.
  • ცენტრალური პროცესორი დედაპლატაზე მონტაჟდება რადიატორ/ვენტილატორის კვანძთან ერთად.
  • ოპერატიული მეხსიერების მოდული მონტაჟდება დედაპლატის შესაბამის სლოტებში.
  • ადაპტერული პლატები დედაპლატაზე მონტაჟდება PCI და PCIe (AGP) გაფართოების სლოტებით.
  • მყარი დისკები მონტაჟდება კორპუსის შიგნით განლაგებულ 3,5-დიუმიან ნაკვეთურებში.
  • ოპტიკური დისკის წამკითხველი მოწყობილობები მონტაჟდება 5,25-დიუმიან ნაკვეთურებში, რომლებსაც კორპუსის გაუხსნელად, გარედანვე ვუკავშირდებით.
  • რბილი დისკების წამკითხველები მონტაჟდება 3,5- დიუმიან ნაკვეთურში, რომლებსაც ასევე კორპუსის გაუხსნელად, გარედანვე ვუკავშირდებით.
  • კვების ბლოკის კაბელებს უერთებენ დედაპლატას და თითოეულ დისკის წამკითხველ მოწყობილობას.
  • მონაცემთა გადაცემის შიგა კაბელებით ხორციელდება მონაცემების გაცვლა ყველა დისკთან.
  • გარე კაბელები გამოიყენება კომპიუტერთან პერიფერიული მოწყობილობების დასაკავშირებლად.
  • ხმოვანი კოდები მიუთითებენ ხარვეზებზე აპარატურული უზრუნველყოფის მუშაობაში.
  • BIOS-ის პარამეტრების პროგრამა SETUP გამოიყენება კომპიუტერის კომპონენტების მახასიათებლების საჩვენებლად და იძლევა საშუალებას შევცვალოთ სისტემის პარამეტრები.

კომპიუტერის აწყობა

კომპიუტერის აწყობა
ტექნიკური სპეციალისტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს კომპიუტერის აწყობა. კომპიუტერის კომპონენტებთან მომუშავე ტექნიკურ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ლოგიკური აზროვნების უნარი და მოქმედებდეს მეთოდურად. კომპიუტერის აწყობის უნარი, როგორც ყველა სხვა უნარი, არსებითად იზრდება გამოცდილების მიღებასთან ერთად.
  1. კომპიუტერის აწყობასთან დაკავშირებულია შემდეგ საკითხებ:
  2. კორპუსის გახსნა
  3. კვების ბლოკის დაყენება
  4. დედაპლატის დაყენება და მისი კომპონენტების მიერთება
  5. შიგა დისკების დაყენება
  6. დისკის წამკითხველის მოწყობილობების დაყენება გარე ჭრილებში
  7. ადაპტერული პლატების დაყენება
  8. ყველა შიგა კაბელის შეერთება
  9. გარე კაბელების შეერთება და გვერდითი პანელების დაყენება
  10. კომპიუტერის საწყისი ჩართვა